ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი პარიზის მოდის კვირეულზე ბრწყინავს. ის ახლახან ცნობილი ბრენდის „Ralph & Russo“-ს ჩვენებაზე გამოვიდა. მოდელი შესანიშნავ ფორმაშია. მან პოდიუმზე ბრენდის 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან კოსტიუმი წარმოადგინა.
თაკო ნაცვლიშვილი ბოლო წელია, მსოფლიოს ცნობილი ბრენდების ჩვენებებსა და გადაღებებში მონაწილეობს. თაკო პირველი ქართველი მოდელია, რომელსაც ასეთი წარმატება ხვდა წილად.