ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის მიმართ გაცვლითი კურსი დაადგინა.
ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად 27 იანვარს ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი დადგინდა: ლარი დოლართან მიმართებაში 0.0061 პუნქტით გაუფასურდა და 2, 4984 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს მიმართ 0.0086 პუნქტით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულება 2, 7060 ლარია.
ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკული ნედლი ნავთობი 1.49 %-ით გაიაფდა და 1 ბარელზე ფასმა 30.98 დოლარი შეადგინა, ოქროს ღირებულება კი 1,40 %-ით გაიზარდა და 27 იანვარს 1 უნცია ოქრო 1115.40 დოლარი ღირს.