9 აპრილს, ამ თარიღიდან 30 წლის გასვლის შემდეგ, „პირველი არხის“ ღია ეთერში შედგება ცნობილი სიმღერის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ახალი ვერსიის პრემიერა. კომპოზიცია მისი ავტორის, ჯემალ სეფიაშვილის უშუალო მონაწილეობით, „ბრავო რეკორდში“ ჩაიწერა. როგორც კომპოზიტორი „პირველ არხთან“ საუბრისას აღნიშნავს, თავად გადაწყვიტა, რომ სიმღერაში პარტიები მხოლოდ მამაკაცებს შეესრულებინათ, რამაც სოციალურ ქსელში აღშოთება და პროტესტი გამოიწვია. წერენ, რომ 9 აპრილის აქციაზე უამრავი ქალი დაიღუპა და ეს მათდამი დიდი უპატივცემულობის გამოხატულებაა.
თავად ავტორი კი თავის გადაწყვეტილებას ასე ხსნის:
„ვთვლი, რომ ოჯახის სიძლიერე არის მამაკაცი. ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი. ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი. სწორედ ამიტომ ეს 25 მამაკაცი იმღერებს ამ სიმღერას…“
