მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე დღეს 56-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. მეგობრებმა დალის სიურპრიზი მოუწყვეს და რესტორან “ქალაქში” შეიკრიბნენ. დალი ჩიტალაძის დაბადების დღეზე იმყოფებიან ქრისტი ყიფშიძე, ნინო ნადირაძე, მაკა რაზმაძე, ია ფარულავა, ანრი ჯოხაძე და სხვა ცნობილი სახეები.
დალი ჩიტალაძემ სპეციალურად ამ დღისთვის დათუნა სულიკაშვილის წითელი კაბა მოირგო და ბევრი კომპლიმენტი დაიმსახურა.