პორტუგალიელი ვარსკვლავის კრიშტიანო რონალდოს მადრიდის “რეალიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადასვლის გამო “ბარსელონას” ფორვარდ ლეო მესის გულზე მწუხრი დააწვა.
“მენატრება კრიშტიანოსთან დაპირისპირება, – წერს Goal ლეოს სიტყვებს და არგენტინულ რადიოს FM Club 947-ს ეყრდნობა, – მიუხედავად იმისა, რომ რთული საყურებელი იყო როგორ იღებდა ის ტროფეებს ესპანეთში, ის ლა ლიგის ავტორიტეტს მაღლა სწევდა. მეშინია ვინმე არ გამომრჩეს, მაგრამ ნეიმარი, მბაპე, აზარი, ლუის სუარესი და აგუერო, დღეისათვის საუკეთესოები არიან”.
რონალდომ მადრიდი ზედიზედ სამჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგის შემდეგ დატოვა.
ამ სეზონში მესის და რონალდოს შეხვედრის ალბათობა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია.
