LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მფრინავი პინგვინები, ლენინი დისნეილენდში, ტეტჩერისა და გორბაჩოვის რომანი: დღეს 1 აპრილია, მოტყუება ადვილია

336
april-fool-day-images8

საიდან წარმოიშვა ხუმრობის ტრადიცია სწორედ ამ დღეს?
არსებობს 1 აპრილის წარმოშობის ისტორიის რამდენიმე ვერსია. ამბობენ, რომ ეს დღე სათავეს ძველი რომიდან ან ძველი ინდოეთიდან იღებს. თუმცა ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, სიცილის დღე საფრანგეთში დაიბადა.
1564 წელს, როდესაც ახალი წლის აღნიშვნა 1 აპრილიდან 1 იანვარს გადაიტანეს, და როდესაც იმ დღეს ტრადიციული საჩუქრები ვერავინ მიიღო, იმედგაცრუებულმა ადამიანებმა 1 აპრილი მოტყუების დღედ ჩათვალეს.

 

1 აპრილის დღესასწაულმა ფართო გავრცელება მეთვრამეტე საუკუნეში მოიპოვა. ინგლისელებმა, ფრანგებმა და შოტლანდიელებმა თავიან კოლონიებში ცრუ ამბები გაავრცელეს.

 

სიცილის დღე განსაკუთრებულ პატივშია ბულგარეთში. ისინი ყოველ კუთხეში ხუმრობენ, მაგრამ ხუმრობენ კეთილად, განსაკუთრებით რა თქმა უნდა 1 აპრილს. ეს დღე ყველაზე მეტად ბავშვებს უყვართ. ხანდახან მასმედიაც ერთვება და ტყუილებს ავრცელებს.

 

რომაელებს 1 აპრილი სისულელის დღედ ჰქონდათ გამოცხადებული.

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველ აპრილს ”ბრიყვების დღეს” უწოდებენ, შოტლანდიაში – ”გუგულის დღეს”, საფრანგეთში – ”თევზის დღეს”, იაპონიაში – ”თოჯინის დღეს”, ესპანეთში – ”რეგვენთა დღეს”.

 

ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში საპირველაპრილო ხუმრობებს ერთმანეთს სადილამდე უწყობენ. თუ ხუმრობა გამოუვიდათ და ადამიანი ვერაფერს მიხვდა, მაშინ მას არც ისე ჭკვიანად ჩათვლიან.

 

საპირველაპრილო ყველაზე ცნობილ ტყუილებს შორის იყო: პიზის კოშკის დაცემა, ფოტორეპორტაჟი მფრინავ პინგვინებზე, უცხოპლანეტელების დაჯდომა ლონდონში, პი-ს ცვლილება 3.14-დან 3.0-ზე და სხვა.

 

ასევე აღსანიშნავია:

1980 წელს BBC-მ აცნობა, რომ ბიგ ბენის ცნობილი საათის მოდერნიზება იგეგმებოდა და მოძველებულ მექანიკურ საათს ელექტრონულით შეცვლიდნენ.

 

1987 წელს Daily Mirror-მა პრემიერ მინისტრ მარგარეტ ტეტჩერისა და საბჭოთა გენმდივნის მიხეილ გორბაჩოვის რომანზე აცნობა. ფოტოზე ქვეყნის ლიდერები (სინამდვილეში მათი მსგავსი ადამიანები) ხელიხელჩაკიდებული პარკში სეირნობდნენ.

 

1992 წელს National Public Radio-მ განაცხადა, რომ რიჩარდ ნიქსონი აშშ-ს პრეზიდენტობას მესამე ავადით აპირებდა, კამპანიის სლოგანი კი ასე ჟღერდა: „მე არასოდეს შევმცდარვარ და ამას არც აწი გავაკეთებ“. მერე გაირკვა, რომ ნიქსონს კომიკოსი რიჩ ლიტლი ახმოვანებდა.

 

1995 წელს გაზეთმა Irish Times-მა აცნობა, რომ კომპანია Disney Corporation რუსეთის მთავრობას ლენინის შეძენაზე შეუთანხმდა. ბელადი თითქოს Euro Disney-ის პარკში უნდა წაეღოთ და მის გარშემო ატრაქციონი მოეწყოთ.

 

1957 წელს BBC-ის გადაცემა „პანორამამ“ აჩვენა „შვეიცარიაში სპაგეტის მოსავლის აღება“. ფერმერები სპაგეტის ხეზე კრეფდნენ და მზეზე აშრობდნენ. ტყუილმა გაჭრა, რადგან მაშინ ბრიტანელები კონსერვებში გამზადებულ სპაგეტის ყიდულობდნენ.

 

ბრიტანულმა London Times-მა 1992 წელს ყველა შოკში ჩააგდო სტატიის გამოქვეყნებით, სადაც ეწერა, რომ დაიწყო ბელგიის გაყოფის შესახებ მოლაპარაკებები.

 

დაბოლოს, ბრიტანელმა სოციოლოგებმა იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინეს, სადაც ყველაზე ხშირად იცინიან. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტს იტალიაში იცინიან. მეორე პოზიციაზე ბრაზილია გავიდა, სამეულს კი ჰოლანდია ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები