კონცერნი Daimler შვილობილი ბრენდის Smart–ის აქციების ნახევარს გაყიდის. მისი მფლობელი კი ჩინური კომპანია Geely გახდება და მას უკვე Auto–ს, Lotus–ის, Lynk & Co–ს, Proton–ისა დაVolvo–ს აქციებიც აქვს. როგორც ინსაიდერები იტყობინებიან, სიახლის შესახებ ოფიციალურად შანხაის ავტოსალონზე, 16 აპრილს გაცხადდება.
Smart–ის გაყიდვის მიზეზი ფინანსური პრობლემები გახდა. საქმე ისაა, რომ კონცერნის ხელმძღვანელობას ელექტრომობილებში საკმაოდ დიდი ინვესტიციის ჩადება სურს და სოლიდური თანხაც ამისთვის დასჭირდა.
გარდა ამისა, Smart თავისი წარმოების ხარჯების ამოღებასაც ვეღარ ახერხებდა. 2018 წლის მონაცეებით, მოდელის 128 802 ეგზემპლარი გაიყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 5%–ით ნაკლებია, ანუ ბრენდმა დაახლოებით 500–700 ათასი ევროთი იზარალა.