ლეონარდო დიკაპრიო სპეციალურად ჩავიდა ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკესთან შესახვედრად. შეხვედრის მიზეზი ეკოლოგიის გლობალური პრობლემებია, რომელზეც ლეო დიდი ხანია მუშაობს. 41 წლის მსახიობმა კლიმატური ცვლილებების საქველმოქმედო ფონდში 2015 წელს 15 მილიონი დოლარი გადარიცხა. გასულ კვირას მას დავოსის მსოფლიო ფორუმზე სპეციალური პრიზიც მიანიჭეს.
რომის პაპთან ვიზიტზე ლეონარდო დიკაპრიო მამასთან, ჯორჯ დიკაპრიოსთან ერთად მივიდა. საუბარი პაპთან მან იტალიურ ენაზე დაიწო და მოგვიანებით გადავიდა ინგლისურზე. ცნობილია, რომ მსახიობმა ვატიკანის საქველმოქმედო ფონდში თანხაც გადარიცხა.

