LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-ის ყოფილი ხელმძღვანელი მეოთხედ დაიჭირეს

103
nissan

ამერიკული ავტომწარმოებლის ყოფილი დირექტორი ისევ დააპატიმრეს. კარლოს გონი ტოკიოს პროკურატურამ ნდობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავა.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბიზნესმენმა Nissan-ის ფინანსური მონაცემები ომანში ჩუმად გააგზავანა. ეს ცნობები მოგვიანებით ბრენდის წინააღმდეგ გამოიყენეს, რის გამოც მწარმოებელმა 5 მილიონი დოლარით იზარალა.

დაუზუსტებელი ცნობებით, კარლოსმა მოპარული ფულით ოჯახს იახტა უყიდა, უფროს ვაჟს კი კერძო კომპანიის განვითარებაში დაეხმარა.

შეგახსენებთ, რომ მილიონერი გასულ წელსაც რამდენჯერმე დააკავეს და შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. თუკი მისი ბრალეულობა დამტკიცდა გონს 20 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ ეჭვმიტანილი ყველა ბრალდებას უარყოფს და ფინანსურ მაქინაციებს გაუგებრობას მიაწერს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები