ყველას საკუთარი ცხოვრების წესი და გამოცდილება აქვს, ზოგი ნაკლები დანაკარგით, ზოგი კი, პირიქით – მხოლოდ მძიმე განსაცდელის შემდეგ აღწევს წარმატებას. გთავაზობთ მათ მოსაზრებას, ვინც სირთულეების მიუხედავად მაინც შეძლო იმედის და ოპტიმიზმის შენარჩუნება.
- ისწავლე სხვებისგან, თუმცა ნურავის მიბაძავ!
- თუ არ გიმართლებს და პრობლემებთან გამკლავება გიჭირს, გასხოვდეს, რომ დანებებით და ყველაფერზე უარის თქმით უკეთ ვერ გახდები.
- ყოველი ახალი ეტაპი ცხოვრებაში წარუმატებლობის შემდეგ იწყება და არა წარმატების.
- მომავალს ყოველთვის თვითონ ვირჩევთ, რადგან სწორედ ჩვენი ფიქრები, დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ განსაზღვრავს მომავალს.
- სხვებისთვის სიმართლის სათქმელად, ჯერ საკუთარ თავთან გულწრფელობა უნდა ვისწავლო.
- უსიამოვნებების დროს, პირველ რიგში მიზეზი უნდა მოძებნო და პრობლემაც სწრაფად მოგვარდება.
- სამყარო მხოლოდ უინტერესო ადამიანებისთვისაა მოსაწყენი.
- უმჯობესია ერთხელ ინანო, რომ გაჩუმდი, ვიდრე ასჯერ ინანო, რომ გაჩუმება ვერ შეძელი.
- ცხოვრების შეცვლის ერთადერთი გზა – იმ კარის შეღებაა, სადაც არავინ გელის.
- ერთადერთი ბედნიერება – მიზნისკენ მუდმივი სწრაფვაა.
- მარტოობა ის ადგილია, რომლის მონახულება აუცილებელია, თუმცა დიდი ხნით დარჩენა დამღუპველია.
- ცხოვრება ყოველთვის იმაზე ნაკლებს იმეტებს ჩვენთვის, ვიდრე მოვითხოვთ.
- სუსტი არასდროს პატიობს, რადგან პატიება მხოლოდ ძლიერ ადამიანს შეუძლია.
- თუ მიზანი გაქვს, რომლისთვისაც ცხოვრება ღირს, ნებისმიერ ტკივილს გაუძლებ.
- თუ გსურს იყო ყველასგან განსხვავებული, ნუ შეგეშინდება თქვა სიმართლე!
- ადრე თუ გვიან ნებისმიერი ადამიანი იგონებს ისტორიას, რომელსაც საკუთარ ცხოვრებად მიიჩნევს.
- ცხოვრება ველოსიპედს ჰგავს, რადგან წონასწორობის შესანარჩუნებლად მუდმი მოძრაობაა საჭირო.
- საუკეთესო გამოცდილება – საკუთარი შეცდომებია.
- თუ საკუთარი თავის რწმენა გაქვს, ღირსეულად დააღწევ თავს ნებისმიერ უსიამოვნებას, მაშინაც კი, როცა წარმოდგენა არ გაქვს, რას აკეთებ!
- ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ბედნიერება არსებობს – გიყვარდეს და უყვარდე!
- თუ ხედავ, რომ ადამიანი გატყუებს, ნუ ეცდები მის გამოჭერას, მოუსმინე და მიხვდები რა სჭირდება ყველაზე მეტად, რადგან ადამიანის ყოველთვის იმას იტყუება, რაც ყველაზე მეტად უნდა რომ ჰქონდეს.
- მეგობარი, რომელმაც ძალაუფლება მოიპოვა – დაკარგული მეგობარია.
- ცხოვრება – არა ისაა, რაც უკვე დასრულდა, ცხოვრება – წუთებია, რომლებიც დაგამახსოვრდა.
- თუ პრობლემა არ გვარდება, არაა საჭირო მისგან პრობლემის შექმნა!