LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”კონტინენტი” ავეჯის წარმოებას განაახლებს

158

კომპანია ”კონტინენტი”, რომლის საწარმოც 2015 წლის აგვსიტოში ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა, წარმოებას განაახლებს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა ოთარ ლაღაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე საწარმოს აღდგენის პროცესი მიმდინარეობს.

”ხანძრის შედეგად კომპანიამ დიდი ზარალი ნახა. დაახლოებით 30 ათას ლარზე მეტი. ავეჯი მთლიანად დაიწვა, რის გამოც წარმოება შევაჩერეთ. სავარუდოდ, ორ თვეში უკვე შევძლებთ ახალი საწარმოს გახსნას”, – აღნიშნა ლაღაძემ.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ამ ეტაპზე მხოლოდ საძინებლების წარმოებას გეგმავს.

შპს ”კონტიტენტი” 2014 წელს დაარსდა და ის საწარმოს მეტრო “დიდუბეს” მიმდებარე ტერიტორიაზე ფლობს. კომპანიის წარმოებული ავეჯის რეალიზაცია კი სავაჭრო ცენტრ ”საბაში” ხდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები