სატრანსფერო სეზონის დაწყებამდე დრო საკმარისადაა, მაგრამ საინტერესო ამბები მუდმივად ისმის. რამდენიმე ჭორ-ვერსიას შემოგთავაზებთ, რომლებიც ძირითადად მადრიდის „რეალსა“ და „მანჩესტერს“ ეხებათ.
„მანჩესტერ იუნაიტედისგან“ განსხვავებით პსჟ მზადაა დე ხეას 350 ათასს ფუნტზე მეტი გადაუხადოს კვირაში. მეკარე შეიძლება უფასოდ წავიდეს.
„მანჩესტერის“ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერს სურს სეზონის დასრულების შემდეგ ერთბაშად ხუთი ფეხბურთელი მიიწვიოს. ნორვეგიელი მარჯვენა და ცენტრალური მცველის, ასევე უნივერსალური თავდამსხმელით გაძლიერებას გეგმავს. თუ მატა და ერერა წავლენ, ახალწვეულები შუა ხაზშიც გამოჩნდებიან.
„იუნაიტედის“ შორტ-ლისტშია დორტმუნდელი ჯეიდონ სანჩო და „კრისტალ პალასის“ მცველი აარონ უან-ბისაკა.
ბოლო ინფორმაციით კი, სულშერს სურს თავის გუნდში იხილოს „ვესტ ჰემის“ მცველი დეკლან რაისი და „ჩელსის“ ვინგერი კალუმ ჰადსონ-ოდოი. ნახევარდაცვაში კი მთავარი აქცენტი გადატანილია „ატლეტიკოს“ ფეხბურთელ საულ ნიგესზე. „იუნაიტედი“ ვარანზეც ფიქრობსო.
„მანჩესტერის“ მცველი ერიკ ბაი „რეალის“ ინტერესთა სფეროშია.
„რეალს“ სურს შეინარჩუნოს რაფაელ ვარანი და მზადაა ხელფასი 9 მლნ ევრომდე გაუზარდოს. კლუბის დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ განაცხადა, რომ ვარანს „რეალში“ დარჩენა სურს.
Marca: „რეალი“ არ არის დაინტერესებული რაბიოს ტრანსფერით.
კეილორ ნავასი: „რეალიდან წავალ, თუ ამის შესახებ ზიდანი მეტყვის“.
„ევერტონის“ ბრაზილიელი შემტევის რიშარლისონის აგენტი „ლივერპულის“ მწვრთნელ იურგენ კლოპს შეხვდა.
ჟოზე მოურინიო განიხილავს „ინტერისა“ და „რომას“ წინადადებებს.