შვეიცარიულმა სტარტაპმა ელემენტების ტექნოლოგიებში მიღწევა დააანონსა. კომპანიამ ექსპერიმენტალური ელემენტის შექმნა შეძლო და მისი სვლის მარაგი 1000 კილოვატი საათია. ეს კი 4–ჯერ უფრო მეტია, ვიდრე „ტესლას“ რეკორდული მაჩვენებელი. ასეთი ტექნოლოგიის გამოყენებით ელექტრომობილი ერთი დამუხტვით 1000 კილომეტრის გავლას შეძლებს.
ელემენტის შესაქმნელად ტრადიციული ტექნოლოგია – თხევადი ელექტროლიტი გამოიყენეს, თუმცა სუბსტანცია უფრო დახვეწეს. შედეგად სითხე ქიმიურად უფრო სტაბილური და ნაკლებად ცხელი გამოვიდა. ამასთან, სპეციალისტებმა ყველაზე რეაქტიული ნივთიერებების ჩანაცვლებაც შეძლეს, რაც ელემენტის აწყობას ბევრად უფრო ამარტივებს და თან ეს პროცესი უფრო უსაფრთხოც ხდება.
Innolith–ის ელემენტი უფრო ნაკლებად ზიანდება და 50 ათასი კილომეტრის გავლის შემდეგაც მშვენიერ მდგომარეობაშია. შედარებისთვის, „ტესლას“ ელემენტის გარბენი ერთი დამუხტვით 250 კოლოვატი საათია, ამიტომ ინოვაციური ელემენტი მართლაც ნამდვილი სასწაულია.