მცირე ხნის წინ რამდენიმე ქართველი ოპერის მომღერალი გასტროლებზე იმყოფებოდა და თეატრის ლიფტში გაიჭედნენ. ეს მომენტი მათ კარგად გამოიყენეს, ლიფტში გაჭედილებმა იმღერეს და ეს შესანიშნავი შესრულება სოციალურ ქსელში განათავსეს, საიდანაც
ვიდეო პოპულარული გახდა.
როგორც გოჩა თუთისანი წერს, ამ შემთხვევის შემდეგ მათი პოპულარობა ერთი-ორად გაიზარდა:
„დილის პოზიტივი, კარგი ამბავი მომიყვა დილით სულხან გველესიანმა.
ამ ჩვენი ლიფტის ისტორიამ ხო მთელი ინტერნეტი დაავირუსა და მაგის დედა ვატირეო, 20 წელია ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი ვარ თითქმის და კაციშვილი არ მიცნობსო და…
ამას წინათ ავტობუსში ავედი და ბილეთის აღებისას ქალი მეუბნება, შენ ის არ ხარ, ლიფტში რო გაიჭედეო? ჰოდა, მეც ეროსის ხმით, დიახ, დიახ, ქალბატონო, მე გახლავართო)))
ეჰ, ჩემო სულხან, არადა, რამდენი გაიცნო ეგრე მსოფლიომ ერთი-ორი გაჭედვით. პირველი გაჭედვა ჭირს, თორე მერე….
გააგრძელე საქართველოს ისტორია“.
