მეცნიერების დასკვნით, ვარსკვლავებს არა მარტო ასტროლოგიური პროგნოზის გაკეთება შეუძლიათ, არამედ ჩვენი ხასიათის და ჩვეულებების განსაზღვრაც.
ვერძი
- არ შეუძლია ჩაკეტილ სივრცეში დიდხანს გაჩერება.
- ძალიან უყვარს ქუდები.
- ავტომობილის მართვისას ხშირად აჭარბებს სიჩქარეს.
- ხმამაღლა ლაპარაკობს და იცინის.
კურო
- სახლში შესვლისთანავე საგულდაგულოდ კეტავს კარს და რამდენჯერმე ამოწმებს.
- აქვს ბევრი ჩანთა და საფულე, სადაც ყოველთვის მოიძებნება ხურდა ფული და სხვა წვრილმანები.
- საათში ერთხელ სარგებლობს პარფიუმით.
- უყვარს ეგზოტიკური სახლის ყვავილები.
ტყუპები
- ხშირად მიმართავს ჟესტიკულაციას საუბრის დროს.
- არასდროს შორდება ტელეფონს.
- შენობაში შესვლისთანავე ცდილობენ გააღოს ყველა ფანჯარა.
- უყვარს მოგზაურობა და არ კარგავს დროს უსაქმურობაში.
კირჩხიბი
- ინახავს ბავშვობის სათამაშოებს.
- დღეში რამდენჯერმე იღებს შხაპს.
- ყოველთვის ვაჭრობს საყიდლების გაკეთების დროს.
- არასდროს ყრის ძველ, თუნდაც უსარგებლო ნივთებს.
ლომი
- საუბრის დროს უყვარს თმის წვალება.
- ატარებს მხოლოდ ოქროს სამკაულებს.
- ჩანთაში აუცილებლად აქვს რამდენიმე სარკე.
- დიდ ყურადღებას აქცევს ბრენდებს.
ქალწული
- ხშირად იბანს ხელებს.
- არასდროს გამოდის სახლიდან მაკიაჟის გარეშე.
- ბრაზის დროს იკვნეტს ტუჩებს.
- როცა მოწყენილია, მაგიდაზე აკაკუნებს თითებს.
სასწორი
- ქუჩაში გასვლისთანავე აუცილებლად ყიდულობს რაიმეს.
- ყოველთვის თან აქვს კოსმეტიკა და საყვარელი სუნამო.
- საკუთარ გარდერობს მხოლოდ ბრენდული ტანსაცმლით ავსებს.
- ჯდომისას აუცილებლად ფეხი ფეხზე აქვს გადადებული.
მორიელი
- ყველაზე უცნაურ ჩვეულებებს სექსის დროს ამჟღავნებს.
- გამოუსწორებელი ბრენდომანია.
- ძალიან უყვარს აბრეშუმის თეთრეული.
- ხასიათის დემონსტრირებას პომადის ფერით ცდილობს.
მშვილდოსანი
- არ უყვარს მკაცრი ჩაცმის სტილი.
- გარდერობი სავსე აქვს ცისფერი და იისფერი ტანსაცმლით.
- გაურბის პატარა და ჩაკეტილ სივრცეს.
- ხშირად თამაშობს ლატარეას.
- უყვარს წყლის ექსტრემალური სპორტის სახეობები.
თხის რქა
- ატარებს მაჯის საათს.
- იშვიათად ცვლის პარფიუმის მარკას.
- არ უყვარს ცვლილებები და სიახლეები, მუდმივად ერთიდაიმავე ადგილებში დადის.
- ყოველთვის თან აქვს უბის წიგნაკი.
მერწყული
- ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ხშირად ყიდულობს ძვირფას სამკაულებს.
- ატარებს ბრენდულ სათვალეს.
- არ უყვარს სიბნელე.
- ყოველთვის ინტერესდება ტექნოლოგიური სიახლეებით.
თევზები
- ძალიან უყვარს მოდური ფეხსაცმელი და უზარმაზარი კოლექციაც აქვს.
- ყოველთვის სწრაფად დადის.
- ჯდომის დროს ფეხების გადაჯვარედინება ახასიათებს.
- დიდ ყურადღებას აქცევს თითების მოვლას.
- ჩაის და ყავას მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.