სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილაიაა დაკავებული.
„2018 წლის 18-22 აპრილს საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების წევრებისათვის თურქეთის რესპუბლიკაში ქალაქ სტამბოლში შოტოკანის მე-9 ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სათანადო დაფინანსება გამოიყო. მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 4 სპორტსმენმა, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, 2018 წლის 27 აპრილს და 28 მაისს, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარადგინა ყალბი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ ჩემპიონატზე თითქოსდა საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 დელეგატი იყო მივლინებული. ხსენებული გზით და სამინისტროს მოტყუებით, კახა ბასილაიამ 6 მონაწილის გასამგზავრებლად გამოყოფილ, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კუთვნილ 10 441 ლარს დაეუფლა.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის ბასიალიას, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინა, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, – წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
https://www.facebook.com/sssgeo/photos/a.922391717814962/2179771362076985/?type=3&__xts__%5B0%5D=68.ARDNl64KSlVjhcwVzJjnOmi36ca6pL-cQ7rCxTj9i1egiud4cVZ0iVDLN4L6YYxEkinenQjxX-2U6vmLR4zhZjGSeHvZaYbxGrI7vzJHRXrNXCqqaxWFUsTmcMOvdS6-ZYtuCBBsfzGMElcgS5Vqm-uNHgSPcF_9RYKdjUtaKj_QXCBrlxo8vJLSsW5uo72B5U4NJoD_EJjliF0K7edIv8UoEbKMfkDxsmdxcb_H_jJSHMyYxT0CHLJAfW6W7ChmMz6kbZkZGtaxTNKbv5grQDckMfE4tPCOFccCpatgwHRaZHXkV6Vu_HXhe8L6u0tVZDNAY2nVaASleWVFXDyeDVlshg&__tn__=-R
