LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. სამეფო დავის განხილვა შეწყდა

586
1537ef65960685824595513011dab9a8

ე.წ. სამეფო დავის განხილვა შეწყდა. სასამართლოში არსებითი განხილვა  დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ სარჩელის განხილვაზე ბაგრატიონ-გრუზინსკებს უარი უთხრა.

მოსამართლე მაია გიგაურმა განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის განხილვის რაიმე საფუძველი.

სხდომას ესწრებოდა ანა-ბაგრიონ გრუზინსკი, რაც შეეხება დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მან საქართველო დატოვა.

ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ოჯახის სახელისა და სამეფო ტიტულების გამოყენებას ედავებოდნენ.

მოსარჩელე მხარე მოითხოვდა, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს მათი სახელის გამოყენების უფლება ჩამორთმეოდა.

ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა 11 მარტს განაცხადა, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი სამეფო ოჯახის ყოფილი სიძეა და არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს, ისაუბროს სამეფო სახლის სახელით, გასცეს ჯილდოები და ორდენები.

რაც შეეხება დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ განაცხადა, რომ „ბაგრატიონ-გრუზინსკები სასამართლო დავით ცდილობენ, აღიარება მოიპოვონ, თუმცა გენეალოგია არ აქვთ შესაბამისობაში“.

magti 5g