LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს ესპანეთის ბომბარდირის პრიზი მისცეს

112

მადრიდის ”რეალის” ფორვარდს კრიშტიანო რონალდოს პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი გადასცეს.
პორტუგალიელმა ეს ჯილდო კარიერაში მესამედ მიიღო.

”ეს შესანიშნავი პრიზია, რომელსაც უკვე მესამედ ვიღებ. ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა და ”რეალის” ფანების მადლობელი ვარ. მნიშვნელოვანია გოლების გატანა, რადგან ამას გამარჯვებები მოაქვს. ვცდილობ ყოველ მატჩში გავიტანო. ახლა გუნდური ტროფეები უნდა მოვიპოვოთ. მაგალითად, მოვიგოთ კიდევ ერთი ჩემპიონთა ლიგა”, – თქვა რონალდომ.

2014/2015 წლების სეზონში კრიშტიანომ ესპანეთის ჩემპონატის 35 შეხვედრაში 48 გოლი გაიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები