ბრაზილელმა მეკარემ რელიგიური მიზეზის გამო შაბათობით თამაშზე უარი თქვა.
შესაძლოა მეორე დივიზიონის კლუბის ”ლონდრინის” გოლკიპერმა კარლოს ვიტორმა კარიერა დაასრულოს.
30 წლის მეკარემ კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მისი რელიგია – ადვენტიზმი – პარასკევს მზის ჩასვლის შემდეგ, შაბათს საღამომდე საქმეს კრძალავს.
”მე არ მეშინია და არ ვნანობ საკუთარ გადაწყვეტილებას. ჩემი ცხოვრება ღმერთს მივეცი, რომელიც იქ მიმიყვანს, სადაც უნდა ვიყო, კლუბში, სადაც მიმიღებენ. თუკი ფეხბურთის თამშს ვერ შევძლებ, პროფესიას შევიცვლი. ეს გადაწყვეტილება ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე” – ციტირებს ვიტორის სიტყვებს ”La Gazzetta dello Sport”.
”ლონდრინამ” განაცხადა, რომ ვიტორთან კონტრაქტს არ გააგრძელებს და მას მაისში ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს.
თუ არა გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ 1999 წელს არგენტინის ნაკრების გოლკიპერმა კარლოს როამ ადვენტიზმის გავლენით სამყაროს აღსასრულის დაიჯერა და 29 წლის ასაკში კარიერა დაასრულა. ერთი წლის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდა, თუმცა შაბათობით თამაშზე როამაც უარი განაცხადა.
