წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალი, „დიდი პატარა ტყუილები“ დიდ ეკრანებზე ბრუნდება.ტელეარხმა HBO მეორე სეზონის თრეილერი გაავრცელა. ეკრანებზე კვლავ ბრუნდება ეგრეთ წოდებული „მონსტრების ხუთეული“, ნიკოლ კიდმანი, რიზ უიზერსფუნი, ზოი კრავიცი, ლორა დერნი და შეილინ ვუდლი. ხუთეულს წელს მერილ სტრიპი უერთდება, რომელიც გარდაცვილი შვილის სიკვდილის გამოძიებისთვის საიდუმლოებით მოცულ ქალაქში ბრუნდება.
უკვე ცნობილია, რომ სერიალის ახალი სეზონის პრემიერა 9 ივნისს შედგება.