ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა შანხაის ავტოგამოფენაზე პირველი ელექტრომობილი წარმოადგინდა. სედანს სახელად Rapide E ეწოდა და ის 4 წლიანი მუშაობის შედეგია.
ელექტროქარი 65 კილოვატ საათიანი ბატარეითაა აღჭურვილი და აგრეგატს ერთი დამუხტვით 320 კმ-ს გავლა შეუძლია. მწარმოებელი ირწმუნება, რომ სედანის ძრავს 600 ცხენის ძალის განვითარების რესურსი აქვს. მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ს შეადგენს. 0-დან პირველ „ასეულამდე“ ასაჩქარებლად მოდელს 4 წამზე ნაკლები დრო დასჭირდება.
Aston martin გეგმავს, რომ სედანი მხოლოდ 155 ეგზემპლარად გამოუშვას და მისი ფასიც ხარისხის შესაბამისი იქნება.