ძლიერი წვიმების შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შეიქმნა. წყალმოვარდნების შედეგად დაიტბორა გზები და სანიაღვრე არხები.
ამ დროისთვის ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად მოძრაობა შეზღუდულია ვანი-სხლითის დამაკავშირებელ გზაზე. პრობლემები შეიქმნა ადიდებული მდინარე ჯიხველას გამო. მდინარის ადიდების შედეგად სანიაღვრე არხმა წყალი აღარ გაატარა და მიმდებარე საცხოვრებელი სახლი დატბორა.
მერიის ინფორმაციით, გაიწმინდა მდინარის კალაპოტი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, სტიქიის ადგილებზე მობილიზებულია ტექნიკა.