LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი ამაღლობელმა ახალ წიგნზე 9 წელი იმუშავა

229

16 თებერვალს, მწერალთა სახლში გაიმართა შეხვედრა რატი ამღლობელთან. მისი ლექციის თემა გახლდათ „პოეზია და სიტყვის თავისუფლება“. ამ კონტექსტში მან ისაუბრა ცნობილი ქართველი პოეტების – ილია ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილსა და ალექსანდრე ჭავჭავაძის შესახებ… „როდესაც არ იყო მედია და პრესა, ხალხი კითხულობდა აკრძალულ ლექსებს, ქართველი საზოგადოება ფარულად ცხოვრობდა ისევ და ისეც პოეზიით“ – აღნიშნა რატიმ. მისივე თქმით, სურს, თანამედროვე სამყაროში ილიასავით უხეში და მართალი პოეტები დაინახოს…

საინტერესო ლექციას არანაკლებ საინტერესო დისკუსია მოჰყვა. დამსწრეებს კითხვების დასმის საშუალება მიეცათ.

საღამოს დასასრულს, პოეტმა თაყვანისმცემლებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაამხილა. მან განაცხადა, რომ სულ მალე მზის სინათლეს იხილავს ახალი წიგნი – „ანგელარიუმი“, რომელზეც ცხრა წელი მუშაობდა. აუდიტორიისთვის პოეტმა ახალი წიგნიდან რამდენიმე ლექსი წაიკითხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g