დღეს კახა ბენდუქიძეს 63 წელი შეუსრულდებოდა. ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და ბიზნესმენი, საქველმოქმედო ორგანიზაცია ცოდნის ფონდის დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 2014 წლის 13 ნოემბერს, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მანამდე იგი სამკურნალოდ შვეიცარიაში იმყოფებოდა.
სოციალურ ქსელში კახა ბენდუქიძის ვებ-გვერდზე პერიოდულად იდება საარქივო მასალები – ფოტოები, ვიდეოები, ინტერვიუები თუ ბლოგები კახა ბენდუქიძის შესახებ. გამონაკლისი არც დღევანდელი დღე აღმოჩნდა.
“ჟვანიასთან ოთხსაათიანი საუბრის შემდეგ მან შემომთავაზა გავმხდარიყავი ეკონომიკის მინისტრი. სადღაც 10 წამი ფიქრის მერე დავთანხმდი. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი.
რაზე ვფიქრობდი ის 10 წამი? რუსეთში აქტიურ ბიზნესსაქმიანობას მორჩენილი ვიყავი, ასე რომ, ამაზე არ მიფიქრია. ვფიქრობდი თბილისზე, რომელიც მაშინ უსიამოვნოდ გამოიყურებოდა – მტვრიანი ქალაქი ოღროჩოღრო ქუჩებით, ლურჯკარტონაფარებული ლტოლვილებ იანი ივერიის შენობით; ვფიქრობდი მინისტრებზე, რომლებიც ვნახე და რომლებმაც განმაცვიფრეს არასაბჭოთა აზროვნებით; ვფიქრობდი, როგორი კარგი და ლამაზი შეიძლება იყოს საქართველო, ვფიქრობდი რა უნდა გააკეთოს ეკონომიკის მინისტრმა. ვფიქრობდი, რომ ამაზე მნიშვნელოვან საქმეს ვერ გავაკეთებ ვეღარასოდეს, თუ ახლა არ დავთანხმდი ამ შემოთავაზებას
დღეს კახა ბენდუქიძე 63 წლის გახდებოდა”