LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევილის მამული საქართველოს შესაძლოა 26 მაისისთვის გადმოეცეს

124

ლევილის მამული საქართველოს შესაძლოა, მაისის ბოლომდე გადმოეცეს.

როგორც ”ფორტუნას” დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ განუცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაბრუნების აქტი აღსრულდეს.

“მივეცით ვადა, რომ ოჯახებმა შეაჯერონ თავიანთი ხედვები წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით. მარტში განვიხილავთ და საბოლოო პროექტის ხელმოწერა შედგება 8-9 აპრილის პერიოდში. ჩვენ ვუთხარით, რომ ქართულ მხარეს ძალიან დიდი მოლოდინი აქვს. მით უმეტეს, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის 25 წლისთავი აღინიშნება და კარგი იქნება თუ მამულის დაბრუნება მოხერხდება მაისში, უშუალოდ 26-27 მაისის პერიოდისთვის” – განუცხადა ”ფორტუნას” დუმბაძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა, ლევილის მამულის გადმოცემის პროცესი არა წლის ბოლომდე, არამედ, სამი თვეში დასრულდეს.

”თუმცა, მე არ მინდა გადაჭრით ვთქვა, რადგან ხუთ ოჯახზე, საფრანგეთის მოქალაქეებზეა კერძო საკუთრებად გაფორმებული ეს მამული. შესაბამისად, ამ ოჯახებმა, რომლებმაც პროფილაქტიკური მიზნით მოაწერეს ხელი, ნებაყოფლობით მოაწერონ ხელი მამულის დაბრუნებას. ეს არის აუცილებლად შესასრულებული აქტი ფრანგული კანონმდებლობით. ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ, განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში. უამრავი რაღაც გაკეთდა პირველი რესპუბლიკის თემისადმი მიძღვნილი – გაიხსნა პირველი რესპუბლიკის ბაღი, საუბარია ნოე ჟორდანიას ძეგლის დადგამზე და ა.შ.” – განაცხადა დიასპორის მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, მამულის წინასწარი დიაგნოსტიკური სამუშაოების ფარგლებში, შესწავლილია ნიადაგი, მიწისქვეშა წყლების მდგომარება. ასევე განიხილება სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რაც გულისხმობს შენობების რეაბილიტაციას, მუზეუმის მოწყობას და ბიბლიოთეკის განთავსებას.

ამასთან, როგორც გელა დუმბაძემ აღნიშნა სამინისტრო საელჩოსთან ერთად მუშაობს ე.წ. ვილა მედიჩის ტიპის დაწესებულების მოწყობაზე, სადაც მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შესაძლებლობა ექნებათ პირველი რესპუბლიკის თემაზე, ქართულ-ფრანგული კულტუროლოგიის საკითხებზე იმუშაონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g