LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტები შრი-ლანკას ტოვებენ

187
800x-1

ტურისტები შრი-ლანკას მასობრივად ტოვებენ. როგორც მოსალოდნელი იყო, ტერორისტულმა აქტმა კურორტს დიდი ზიანი მიაყენა და ეს პირველ რიგში ტურიზმს შეეხო. ზუსტი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არსებობს, მაგრამ ფაქტია რომ კუნძული უკვე ათასობით უცხოელმა მოგზაურმა დატოვა. აეროპორტს აურაცხელი რაოდენობის მგზავრი მიაწყდა, მათი უმრავლესობა შვებულების დასრულებას არ დაელოდა და სახლში დაბრუნება ვადაზე ადრე გადაწყვიტა. დაბალი მოთხოვნის გამო, საერთაშორისო ტუროპერატორებმა საგზურების გაყიდვაც შეწყვიტეს, ანუ გარკვეული პერიოდი შრი-ლანკაზე ტურისტები აღარ ჩავლენ. შეგახსენებთ, რომ კურორტზე აფეთქება 21 აპრილს მოხდა და ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g