LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შრი-ლანკაში ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო (ვიდეო)

319
epaselect epa07522390 Relatives and friends bury the victims of a series of  bomb blasts at cemetery Don David Katuwapitiya in Colombo, Sri Lanka, 23 April 2019. According to police, at least 290 people were killed and more than 400 injured in a coordinated series of blasts during the Easter Sunday service at churches and hotels in Sri Lanka on 21 April 2019.  EPA-EFE/M.A. PUSHPA KUMARA

შურისძიება აღდგომის დღეს – ტერორისტული დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფო შრი-ლანკაში ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებლობას იღებს.

გამოძიების ცნობით, ტერორისტებმა ეკლესიებსა და სასტუმროებში აფეთქებების მოწყობით შური იძიეს ახალი ზელანდიის მეჩეთებზე თავდასხმისთვის, რომელსაც ერთი თვის წინ 50 ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელდა უსაფრთხოების კამერით გადაღებული ვიდეომასალა, სადაც აფეთქებამდე ერთ-ერთი ტერორისტია ასახული.

ბოლო მონაცემით, შრი-ლანკაში 321 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 45 ბავშვია. დედაქალაქში კვლავ უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული.

პოლიციელები მანქანებს ეძებენ, რომლებშიც შესაძლოა, ასაფეთქებელი მოწყობილობები იყოს მოთავსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g