LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრი კონკურსს აცხადებს

717

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი აცხადებს კონკურსს საუკეთესო საბავშვო და საყმაწვილო პიესის გამოსავლენად. დრამატურგს შეუძლია წარადგინოს პიესა ორი ასაკობრივი ჯგუფისათვის – 7-12 წელი და 13-18 წელი.

სავალდებულო მოთხოვნები – წარმოდგენილი პიესა არ უნდა იყოს გამოქვეყნებული და დადგმული საქართველოში. სასურველია ავტორი მაქსიმალურად ითვალისწინებდეს თანამედროვე თაობის ინტერესთა სფეროსა და მისწრაფებებს, ასევე მოიცავდეს სკოლასთან დაკავშირებულ თემატიკას. სავარაუდო ჟანრები: სათავგადასავლო, რომანტიკული მელოდრამა, კომედია, მძაფრსიუჟეტიანი.

გამარჯვებულ პიესებს ხუთკაციანი ჟიური გამოავლენს. გაიცემა სამი პრემია (საავტორო ჰონორარი).  – I ადგილი 2000 ლარი, II ადგილი – 1500, III ადგილი – 1000 შერჩეული პიესები დაიდგმება მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე.

კონკურსანტმა პიესის ელექტრონული ვერსია და CV (რეზიუმე) უნდა გააგზავნოს ელფოსტით, მისამართზე [email protected], ხოლო ამობეჭდილი პიესა მიიტანოს მოზარდ მაყურებელთა თეატრში მისამართზე – დ.აღმაშენებლის 99/1.

პიესების გადაგზავნისა და მიწოდების ბოლო ვადაა 20 მარტი. კონკურსის შედეგები 1-ელ აპრილს გამოცხადდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები