მუსლიმებისა და დალევის არმოყვარულების გამო ინგლისის თასის გამარჯვებულებს უალკოჰოლო შამპანურს აჩუქებენ.
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ კორექტივები შეიტანა ქვეყნის თასის გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონიაში.
Daily Mail-ის ინფორმაციით, გუნდს ერთ ყუთ უალკოჰოლო შამპანურს გადასცემენ ფეხბურთელების რელიგიური მრწამსის პატივისცემის გამო. მაგალითად, ალკოჰოლის გამოყენება მკაცრად აკრძალული აქვთ მუსლიმებს. რამდენიმე სხვა რელიგიის მიმდევრებსაც არ ურჩევენ სპირტიანი სასმელების დალევას.
გარდა ამისა, გუნდებში არიან ფხიზელი ტიპებიც და არასწრულწლოვანებიც.
ინგლისის თასის ფინალი „უემბლიზე“ 18 მაისს გაიმართება.
ერთმანეთს „სიტი“ და „უოტფორდი“ შეხვდებიან.