LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღწერე მესი ერთი სიტყვით: რეგოლუციურ ლეოს ცალკე განმარტება მოუფიქრეს

209
2567581-53250330-2560-1440

„ბარსელონასა“ და „ალავესის“ თამაშის დღეს ესპანეთში წმინდა გიორგის დღესასწაულს აღნიშნავდნენ, რომელიც ადგილობრივი ტრადიციით შეყვარებულების დღეს გავს. მაგრამ სახელწოდების გარდა El Dia de la Rosa – „ვარდის დღე“ – კიდევ ერთო სახელი აქვს – El Dia del Llibre – წიგნის დღე.

ამის საპატივსაცემოდ კი კატალონიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა კონკურსი გამოაცხადა საუკეთესო ზედსართავ სახელზე. უფრო ზუსტად, ზედსართავზე, რომელიც აღწერს „ბარსელონას“ კაპიტან ლეო მესის. ინიციატორი გახდა ჟურნალისტი და წიგნის „გვარდიოლას მეთოდის“ ავტორი ანხელ ვიოლანი.

ვიოლანმა მკვლევართა ჯუფთან ერთად 24 ათასი ზედსართავიდან მხოლოდ 500 შეარჩია. ამ ნახევარათასიდან კი ფინალში სამი სიტყვა გავიდა.

 

Regolucionario – ეს არის მიქსი Revolucionario (რევოლუციური) და მასში ჩანერგილი სიტყვა „გოლი“. ალბათ ასე უფრო ჟღერს: „რეგოლუციური“.

 

Unadjectivable – ინგლისურად ალბათ ასე გადავა Unadjectivable,თუმცა ზუსტი ანალოგის მოყვანა რთულია. თარგმანში ამ სიტყვას ასე თუ განვმარტავთ „ის, რასაც ზედსართავს ვერ მოუძებნი“ ან „ზედსართავაღუწერელი“.

 

General-de-gol – ეპიტეთად იქცა. ეს საფრანგეთის პრეზიდენტ შარლ დე გოლის სიტყვების თამაშია. ზუსტად ასე გადმოვა „გოლების გენერალი“, მაგრამ რადგან ზედსართავი უნდა მივიღოთ, გამოდის – „გენერალდეგოლური“.

 

შორტ-ლისტის გამარჯვებული წუხელ გვიან, 23:59 საათზე გამოავლინეს და ის გახდა – Regolucionario და Inadjetivable.

 

ეს მესის აღწერის პირველი მცდელობა არ არის. 2014 წლის მუნდიალის შესარჩევი მატჩის შემდეგ არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ალეხანდრო საბელიამ თქვა, რომ საჭიროა მესისთვის ცალკე სიტყვის მოფიქრება. ლიოს სპონსორმა „პეპსიმ“ ამისგან აქცია მოაწყო და სოცქსელებს ტერმინის მოფიქრება თხოვა. საუკეთესო აღმოჩნდა Inmessionante.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები