საქართველოში დღეს კვლავ ნალექს ვარაუდობენ, ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს, 22 თებერვალს საქართველოში შენარჩუნდება ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +7 +12 გრადუსია მოსალოდნელი.
23 თებერვლიდან გამოიდარებს.
29 თებერვლამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +14 +19 გრადუსი იქნება.
