LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკვები, რომელიც ჩვენს ინტელექტზე დადებითად მოქმედებს

86

ჩვენი ორგანოების და – მათ შორის, ტვინის მუშაობისთვის აუცილებელია გარკვეული ნივთიერებების მიღება. მართალია, არ არსებობს საშუალება, რომლის მიღების შემდეგ ჩვენი IQ შესამჩნევად გაუმჯობესდება, მაგრამ თუ სწორად ვიკვებებით, მნიშვნელოვანი პროგრესი გვექნება მეხსიერებაში და გარკვეული დაავადებების რისკსაც შევამცირებთ.

კოფეინი

a-cup-of-coffee (1)

კოფეინი ეხმარება ტვინს აქტიურ მუშაობაში და კონცენტრაციას აუმჯობესებს. კოფეინს შეიცავს არა მხოლოდ ყავა, არამედ შოკოლადი, ჩაი და ენერგეტიკული სასმელებიც. დიდი რაოდენობით კოფეინის მიღება არ შეიძლება, რადგან ნერვულ აღგზნებას იწვევს.

შაქარი

apple-juice

შაქარი ტვინისთვის ერთგვარი საწვავია. საუბარია არა ჩვეულებრივ სუფრის შაქარზე, არამედ – გლუკოზაზე. უმჯობესი იქნება, თუ გლუკოზას ხილის წვენების საშუალებით მივიღებთ.

საუზმე

o-GLUTEN-FREE-BREAKFAST-facebook

კვლევებმა აჩვენა, რომ რეგულარული სწორად შეურჩეული საუზმე ყურადღებასა და მეხსიერებას გაგიუმჯობესებთ. რაციონში აუცილებლად უნდა იყოს რძის პროდუქტები და ხილი.

თევზი

food_fish_lemon_side_dish_vegetables_fruits_80886_2048x1152

ტვინის ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3, ეს კი დიდი რაოდენობით გვხვდება თევზში. ნატურალურ ცხიმი და ცილები აძლიერებს ტვინს და ინსულტის რისკს ამცირებს. განსაკუთრებით ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას.

შოკოლადი და ნიგოზი

Dark-Chocolate-Bark

ამ პროდუქტს აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება, ამასთან არაჩვეულებრივად ახდენენ ტვინის სტიმულაციას.

ავოკადო და მარცვლეული

avocado-on-a-wooden-table

ჩვენი ორგანოების მუშაობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სისხლის მიმოქცებაზე. მარცვლოვანებისა და ავოკადოს შემცველობაში კი არის ნივთიერება, რომელიც ქოლესტერინის მომატებას უშლის ხელს.

მოცვი

mocvi

კვლევებმა აჩვენა, რომ მოცვს შეუძლია დაზიანებებისგან დაიცვას ტვინი, ასევე, შეამციროს ისეთი დაავადებების რისკი, როგორიცაა ალცჰეიმერის დაავადება, ანდა დემენცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები