LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარჯვენასაჭიანი მანქანების ავარიაში მოხვედრის რისკი 44%-ით მეტია, ვიდრე მარცხენასაჭიანების

120

კავკასიის ავტოიმპორტი აფასებს დადებითად და დროულად საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ და წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს იმპორტირებული მარჯვენასაჭიანი ავტომობილების სახელმწიფო რეგისტრაციის აკრძალვას და ახალი საბაჟო ტარიფების დადგენას იმპორტირებულ ავტომობილებზე.

“წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ძალაში შესვლის შემთხვევაში, სრულად იქნება მიღწეული ის მიზნები, რა მიზნებითაც ეს კანონპროექტი შემუშავდა. მათ შორის, აღარ გაიზრდება და დროთა განმავლობაში შემცირდება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რიცხვი, რომლებიც ჩვენს გზებზე უსაფრთხო მოძრაობის სერიოზულ მაკომპრომეტირებელ ფაქტორს წარმოადგენენ და განსაკუთრებით აბინძურებენ გარემო,”- აღნიშნულია კავკასიის ავტოიმპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სხვადასხვა მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით ჩატარებული უცხოური კველევებით ცალსახად დადასტურებულია, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობის რისკი მინიმუმ 44%-ით მეტია მარცხენასაჭიან ავტომობილებთან შედარებით. აგრეთვე, მცდარია შეხედულება, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მძღოლი დროთა განმავლობაში განიცდის ადაპტაციას „მარცხენა საჭიანი გარემოს“ მიმართ და მისი მოძრაობა ხდება უსაფრთხო.

„დაბალფასიანი ავტომობილების მოწოდება დაბალბიუჯეტიანი ადგილობრივი მყიდველისთვის, ზემოაღნიშნული ცვლილებების ძალაში შესვლის შემდგომ, განხორციელდება, მათ შორის, სამხრეთ კორეიდან და ამერიკიდან, სადაც ასეთი ავტომობილების შეუზღუდავი არჩევანია. ამასთან, კორეიდან და ამერიკიდან იმპორტირებულ ავტომობილებს მნიშვნელოვანი უპირატესობები გააჩნიათ. მათ შორის, მარცხენასაჭიანი – მინიმუმ, 44%-ით გაუმჯობესებული უსაფრთხოება; EURO სტანდარტი გამონაბოლქვზე; უკეთესი და მრავალფეროვანი კომპლექტაციის არჩევანი; ინგლისური ინტერფეისი; დაბალი ოქტანობის (იაფი) საწვავი; რადიაქტიული დაბინძურების პრაქტიკულად არარსებული რისკი, რომელიც ადგილობრივმა მომხმარებელმა პრაქტიკულად იგივე ფასად შეიძლება მიიღოს, რა ფასსაც იგი მარჯვენა საჭიანი ავტომობილის იმპორტის შემთხვევაში იხდიდა,“- განმარტავენ კავკასიის ავტოიმპორტში.

რაც შეეხება ავტოდილერებს, რომლებიც იაპონიიდან ავტომობილების იმპორტზე სპეციალიზირდებიან. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ შეეძლებათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება წარმატებით გამოიყენონ სხვა ქვეყნებიდან ავტომობილების იმპორტის და რეალიზაციის საქმეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g