LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

112 და საქართველოს რკინიგზა ითანამშრომლებენ

80
M30A5329

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-სა და  „საქართველოს რკინიგზას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანამშრომლობის ფარგლებში ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და სამოქმედო ტაქტიკას შემდეგ სიტუაციებში: მომხმარებელთან ურთერთობის ზოგადი წესები, კომუნიკაცია, რთული სიტუაციების მართვის სტანდარტები, შემოსულ პრეტენზიებზე რეაგირებისა და მონიტორინგის წესი და სხვა. ჩატარდება ტრენინგები პროფესიული გადამზადებისა და ერთობლივი აქტივობის ორგანიზებისთვის.

„საქართველოს რკინიგზაში“ მგზავრთა ინფორმაციულ მომსახურებას უზრუნველყოფს ქოლ-ცენტრი – 13 31. მემორანდუმის თანახმად, აღნიშნული ცენტრის თანამშრომლებს „112“-ის სასწავლო ცენტრის ტრენერები გადაამზადებენ. სწავლის დასრულების შემდეგ მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. თავის მხრივ, “საქართველოს რკინიგზა” სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით ხელს შეუწყობს გადაუდებელი დახმარების ნომრის – 112-ის ცნობადობის ამაღლებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g