LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზის მოწოდების თაობაზე ირანთან მოლაპარაკებები შეწყდა

69

საქართველო გაზის მოწოდების თაობაზე მოლაპარაკებებს ირანთან აღარ გააგრძელებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, ამის საჭიროება აღარ არსებობს.

„ჩვენ როცა გვქონდა მოლაპარაკებები „სოკართან“, აქვე  ვსაუბრობდით ირანთანაც თუ რამდენად იყო შესაძლებელი წამოგვეღო ირანული გაზი. თეორიულად ამის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა, დღეს ამის საჭიროება არ არსებობს. ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან აზერბაიჯანთან გვაქვს ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ბუნებრივი გაზის მოწოდებას“ – განაცხადა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2018-2019 წლებში, როცა შაჰდენიზის მეორე ფაზა დასრულდება, საქართველოს ექნება შესაძლებლობა მიიღოს დამატებითი მოცულობები ამ გზით.

„ასევე ჩვენ წელს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. ეს არის გაზსაცავის მშენებლობა, რომელიც ძალიან დიდ შეღავათს მოგვცემს და ხელს შეუწყობს საქართველოში მოსახელობის უზრუნველყოფას ბუნებრივი გაზით,“ – აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველო გაზის მიღების კუთხით, საკმაოდ დივერსიფიცირებულია, ვინაიდან უკვე სამი მილსადენითაა შესაძლებელი გაზის მიღება: „ყაზახი“, „სოკარი“ და „გაზპრომი“.

„დღეისათვის პრობლემა არ დგას. ბევრ ქვეყანა არ არის დღეს ისე დივერსიფიცირებული, როგორც ჩვენ“ – აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g