ფოტომ, რომელსაც მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში აქვეყნებს, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ღვთისმშობლის გაშარჟებული ხატის ფოტოს საეკლესიო პირი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ის, ვინც ეს შარჟი გააკეთა, ფსიქიკური აშლილობის უკიდურესი ფორმითაა დაავადებული. მამა პეტრეს არ აქვს მითითებული, სად იპოვა ეს ფოტო. ის მხოლოდ სტატუსს აქვეყნებს და დასძენს:
„ამას რა ჰქვია… რას ნიშნავს ეს მდგომარეობა… სადამდე უნდა დავეცეთ, რომ ერთმანეთზე შური რელიგიური შეურაცხყოფებით ვიძიოთ?!
ეს ხომ არის იმ ადამიანების უფლებების დარღვევა, ვისთვისაც სარწმუნოება ყველაფერზე ღირებულია…
როცა ფსევდოლიბერალები საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვენ, თავად რატომ ავიწყდებათ, რომ სხვის უფლებებს უხეშად არღვევენ?!
ეს მდგომარეობა ხომ ფსიქიკური აშლილობის უკიდურესი ფორმაა!..
ისევ საკუთარ თავს უმზადებენ განსაცდელს…
არავის მოეთხოვება იძულებით, იყოს ეკლესიური, მაგრამ პროტესტის ეს ფორმა უკვე ჯოჯოხეთია!..“