კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ტრადიციულ სარვამარტო კამპანიას კვლავ განაგრძობს და ყველა ქალბატონ მძღოლს, 8 მარტს საკუთარ ცენტრალურ ფილიალში ეპატიჟება.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, 8 მარტს, 09:30-დან 18:30-მდე ,,თეგეტა მოტორსის’’ ცენტრალურ ფილიალში ყველა ქალბატონო მძღოლი მიიღებს 50%-იან ფასდაკლების ვაუჩერს სერვისზე, სავალი ნაწილისა და აკუმულატორის უფასო შემოწმების ვაუჩერს, უამრავ საჩუქარსა და ასევე, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ ფასდაკლების ვაუჩერებს ”თეგეტა მოტორსის” მეგობარი კომპანიებისგან.
გარდა ამისა, 50%-იანი ფასდაკლება სერვისზე, სავალი ნაწილისა და აკუმულატორის უფასო შემოწმების ვაუჩერი გადაეცემათ ვიზიტორ ქალბატონებს, ,,თეგეტა მოტორსის’’ ნებისმიერ სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით.