LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხეობაში მეწყერი ჩამოწვა და გზა ჩაკეტა

496
ხადორი

პანკისში მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევა ხადორის ხეობაში მოხდა. მთიდან ჩამოწოლილმა მიწის მასამ  საავტომობილო მონაკვეთი ჩახერგა. დაზიანებულია „ხადორი” ჰესთან და სოფელ ხადორთან მისასვლელი გზა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, მდინარე ალაზნის წყლის დონემ დაიკლო და გზის გაწმენდას უახლოეს საათებში დაიწყებენ.

“ხადორის ხეობისკენ მიმავალ სამანქანე გზაზე მეწყერია ჩამოწოლილი, თუმცა საფეხმავლო გზით მოსახლეობა გადაადგილდება.ღამით ნალექი აღარ ყოფილა და მდინარე ალაზანის დონემ დაიწია.ტექნიკა ადგილზე უკვე მობილიზებულია და დავიწყებთ გზის გაწმენდას”.განაცხადა ახმეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები