LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც კი დაიწყო, მივხვდი, რომ ეს ჩემი სიმღერა იყო” – თემურ თათარაშვილი

20
temurtatarashviligvinodudukitvshow

„ღვინო დუდუკი ქალების” სტუმარები კომპოზიტორი ცირა ბზიშვილი და მომღერალი თემურ თათარაშვილი იყვნენ. გადაცემის ფარგლებში მათი კიდევ ერთი საერთი ნამუშევრის პრემიერა შედგა.

თემო, საიდან და როდიდან დაიწყო შენი კარიერა?

მე დავიწყე პატარა ასაკში ანსამბლ „ნერგებიდან”,  რაც შეეხება დიდ სცენას 16 წლის ასაკში ანსამბლ „თეატრონში” მოვხვდი, შემდეგ ვია 75-ში” და ამის შემდეგ ბასილაიამ ივერიაში” წამიყვანა, ეს იყო ჩემი ოქროს ხანა. პირველი კლიპი გადავიღეთ ლილიკო ნემსაძის სიმღერაზე, რომელსაც ახლა ინგლისურ ენაზე ალსუ მღერის. ბასა ფოცხიშვილმა და ბაკურ ბაკურაძემ გააკეთეს ეს ვიდეორგოლი, მე არ ვერევი არასოდეს რეჟისორის და ავტორის საქმიანობაში და ვფიქრობ რომ სწორია, გამოვიდა ისეთი კლიპი, რომ დღემდე ყურებადია და უყვარს ხალხს.

მომიყევით „გული ადამიანობს”, ყველასთვის საყვარელი სიმღერის ისტორია?

ერთი კვირის ჩაწერილი იყო ეს სიმღერა, როდესაც ცირამ გამომიგზავნა ვიდეო, სადაც ჩანდა, როგორ თხოვს ბიჭი ხელს გოგოს ამ სიმღერის ფონზე. რაც შეეხება შექმნის ისტორიას, საახალწლოდ სტუდიაში ვისხედით და ვსაუბრობდით, რომ ახალი სიმღერა უნდა გავაკეთოთ, ვარჩიეთ, ერთ ერთის გაკეთება გადავწყვიტეთ და უცებ ცირა მეუბნება, 15 წლის ძალიან მაგარი სიმღერა მაქვს დაწერილი, მე თვითონ ვმღერიო, მოვისმინე და როგორც კი დაიწყო, მივხვდი, რომ ეს ჩემი სამღერი სიმღერა იყო.

ცირა:

როგორც კი მოისმინა დამიბარა, რომ ახლა მე წავედი და შენ ბარემ დაიწყე ამ სიმღერაზე მუშაობაო. თემურის თავიდან თქვენობით ვესაუბრებოდი,  თავიდან თვითონ მეუბნებოდა, ჩაწერის დროს ბევრჯერ გამაჩერე, შემისწორეო. მე იმდენად მსიამოვნებს მისი ნამღერი, რომ დავიწყებთ და სიმღერა დასრულდება, მეორე დუბლის ჩაწერას ვითხოვ. თემური ლაივ მომღერალია, საცოდაობაა მისი სტუდიაში მოცდენა, მაგრამ აუცილებელია რა თქმა უნდა.

დღეს სიმღერის პრემიერა გვაქვს, „რომ არ ვიქნები”

თემური:

ეს სიმღერა მიეძღვნა ცირას და ზურას ქალიშვილს ელეს, რაც შეეხება სათაურს, ჩვენ მშობლები რომ არ ვიქნებით, ისინი ანუ შვილები უნდა იყვნენ და მათ უნდა ვახსოვდეთ.

ცირა:

მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ თითქმის იგივე მდგომარეობაში იყო ეს სიმღერა, თითქოს რაღაც მაკლდა და გავაჩერეთ ცოტა ხნით. ძალიან ძვირფასი თემაა ჩემთვის და ზოგადად ვფიქრობ სიმღერა სიმღერისთვის არ უნდა იქმნებოდეს,  სიმღერა რაღაც შინაარსის და მესიჯის მატარებელი უნდა იყოს. მხოლოდ მოსაფერებელი არ არის ეს სიმღერა, მე რომ არ ვიქნები მერეც რაღაც უნდა დარჩეს, ეს მუდმივად უნდა გვახსოვდეს თითოეულ ჩვენგანს. სიმღერა ეძღვნება შვილებს, ყველას შვილების და ჩვენი ცხოვრების არის ეს სიმღერა, ეს არის ჩვენი სათქმელი.

მადლობა სტუმრობისთვის…

 

თემურ თათარაშვილი – რომ არ ვიქნები 

 

გადაცემის აუდიჩანაწერი

 

თემურ თათარაშვილი და ცირა ბზიშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები