LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკაკი ზოიძე ნარკომომხმარებლების მიმართ ამნისტიის მომხრეა

97
akakizoidze

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ჟურნალისტებთან საუბრისას ნარკომომხმარებლების მიმართ ამნისტიის გამოცხადებაზე საუბრობს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ნარკოპოლიტიკის ძირეულ რეფორმამდე, ნარკოდანაშაულზე დაკავებულთა გარკვეულ კატეგორიაზე ერთჯერად ამნისტიას დაუჭირონ მხარი.

ჰეროინი, ექსტაზი, სუბოტექსი - შსს-მ 4 თვეში 60 ნარკორეალიზატორი დააკავა

ბოლო ოთხ თვეში შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო.

ჟურნალისტებთან საუბრისას ზოიძემ განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას ეთანხმება:

არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას ვეთანხმები, რომ თუ ეს პროცესი ძალიან გაიწელება და უკვე მეორე წელია იწელება, ამნისტია განხორციელდეს იმ მსჯავრდებულებისთვის, ვის მიმართაც მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის არის სასამართლოს გადაწყვეტილება დამდგარი. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს გასაღებასა და გაყიდვასთან მიმართებაში. პირიქით, ამ მიმართულებით სასჯელი უნდა გამკაცრდეს,“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

პოპულარულები