LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი ავღანელ ბიჭუნას არ შეხვდება

61

ლიონელ მესი არ შეხვდება ავღანელ ბიჭს, რომელიც ცნობილი სწორედ არგენტინელი ვარსკვლავის წყალობით გახდა.

5 წლის მურტაზ აჰმადის სანუკვარი ოცნება ჯერ არ ასრულებია.

”შეხვედრა არ შედგება. მთელი მსოფლიოდან ათასობით ბავშვის მოთხოვნას ვიღებთ. ყველას ვერ ვუპასუხებთ. ჩვენ კი გვაქვს სურვილი, მაგრამ ეს შეუძლებელია”, – დაწერა Daily Mail-მა მესის ფონდის თავმჯდომარის სიტყვები.

მანამდე 5 წლის აჰმადიმ კუმირის მაისური მიიღო ავტოგრაფით და ავღანეთის ფედერაციის საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა.

პოლიეთილინის პაკეტისგან გაკეთებული მესის მაისურიანი ბიჭი სოცქსელებში იანვარში გამოჩნდა და ვირუსული გახდა. მერე სოცქსელების მომხმარებლებმა ფლეშმობი მოაწყვეს ბიჭის მოსაძებნად. პატარა ფანს ВВС დახმარებით მიაგნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g