LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას დროული რეაგირება სჭირდება

102
CCF546C1-3FDF-451F-914E-CBAB754F7909_w650_r1_s

დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა, ნინო გოგუაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობის შედეგები შეაჯამა.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოში რუსული ბრილი ძალის საფრთხეებზე მსჯელობენ და განიხილავენ თუ როგორ უნდა შემცირდეს რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა ქვეყანაში.

ნინო გოგუაძის განმარტებით, მოკვლევის ჯგუფი საქართველოს პარლამენტში უკვე სამი თვეა მუშაობს, სადაც არა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა, რომელსაც როგორც პარლამენტის ასევე, საქართველოს მთავრობის მხრიდან დროული რეაგირება სჭირდება.

„აუცილებლად გამოვყოფდი ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც არის აღმასრულებელ დონეზე სპეციალური მაკოორდინირებელი ორგანოს გაჩენის საკითხი და რომელშიც წარმოდგენილი  იქნებიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე, საკანონმდებლო დონეზე მსჯელობის გახსნას – თუ როგორ გავხადოთ ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოში მეტად გამჭირვალე, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია – რომელი ორგანიზაციის საქმიანობის უკან რომელი ქვეყნის ინტერესი დგას და რა ინტერესებს ემსახურება ამ ორგანიზაციის საქმიანობა,” – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ კოლეგებმა „ევროპული საქართველოდან“, რომლებიც ასევე, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში არიან, ის საკითხები რომლებიც დახურულ ფორმატში კომისიის მიერ იყო განხილული, პარლამენტს უკვე საკანონდებლო ინიციატივის სახით წარუდგინეს.

დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფი საბოლოო ანგარიშს სავარაუდოდ, ივნისში დაასრულებს. საკითხები, რომელიც თემატური მოკვლევის ჯგუფმა შეიმუშავა საბოლოოდ, რეკომენდაციებში აისახება და როგორც საქართველოს მთავრობას ასევე, პარლამენტს წარედგინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g