LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიშკა ჯავახაძემ სოლარიუმზე უარი თქვა – „ნუ მივცემთ თინეიჯერ გოგონებს ცუდ მაგალითს!..“

731
marishkajavaxadzenew

სოციალურ ქსელში აქტიური კამპანია მიმდინარეობს სოლარიუმის გამოყენების წინააღმდეგ. ერთ-ერთი გვერდი tiki confidential გახლავთ, რომელმაც საკუთარ ჯანმრთელობაზე სოლარიუმის 60-წუთიანი აბონემენტის გამოყენება საკმაოდ ცუდად გამოსცადა.

მის პოსტს, რომელიც სოლარიუმის მავნებლობას ეხებოდა, მახიობი მარიშკა ჯავახაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავადაც შეწყვიტ ხელოვნურად რუჯის მიღება.

გთავაზობთ მარიშკას პოსტს:

„ერთ- ერთი ინტერვიუში ხმამაღლა ვთქვი, რომ სოლარიუმის ხშირი მომხმარებელი ვიყავი – შემდეგ დაიწყო პატარა გოგოების შემოტევა ჩემს „ინსტაგრამზე“, ყველა მთხოვდა რჩევას, თუ რომელ სოლარიუმში მისულიყვნენ. და აი, მანდ მივხდი, რომ ძალინ დიდი შეცდომა დავუშვი. არა მარტო სხვას ვურჩევ რომ არ იარონ, არამედ მეც შევწყვიტე სოლარიუმში სიარული… დაე, ვიყო თეთრი, მაგრამ ჯანმრთელი. ნუ მივცემთ თინეიჯერ გოგონებს ცუდ მაგალითს და ნუ ვივლით სოლარიუმში!!!! #არასოლარიუმს

პ.ს ჯანსაღი რუჯისთვის აივანზე 20 წუთით ჯდომაც საკმარისია სანამ ზღვაზე წავალთ… ზამთარს კი ძალიან უხდება თეთრი კანი წითელი პომადით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g