LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახევარი სისხლი მეგრული მაქვს – ლადო კახაძე

417
fba29e6301b79e3a714cd0256c828854

“კოლხები, მეგრელები, ეს ისეთი ხალხია…რას ამბობ, ნახევარი სისხლი მეგრული მაქვს და მე ვიცი მათი მოთმენის ხარისხი, მათი გონიერების ხარისხი, მათი მიტევების ხარისხი, მათი ერთგულების ხარისხი, მათი პატივმიღების ხარისხი საერთო ისტორიის მიმართ, მათი ჭრილობების მოშუშების მცდელობები”, – განაცხადა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” ლადო კახაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში ზუგდიდში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას.

ლადო კახაძის თქმით, ზუგდიდის მერის არჩევნებში ადგილობრივი მოსახლეობა “სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”.

“მეგრულ ნანას რომ დაიმღერებს დედა, ბავშვი აკვანში ირწევა და მეგრული ნანით იზრდება, ის ძალიან ძლიერია, ძალიან მართალია, კეთილია, ზნემაღალია, თავმდაბალია, პატიოსანია და სამეგრელოს მოსახლეობა ზუსტად ამ დახასიათების მიხედვით არის ჩემგან აღქმული და ასეთ ადამიანები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. არეულობის მხარეს არ დადგებიან არცერთ შემთხვევაში”, – თქვა კახაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g