პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა, ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით odessit.ua ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ბრძანებაში თარიღი ღიად არის დატოვებული, რადგან სააკაშვილის შემცვლელის კანდიდატურასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტი ჯერ ვერ ჩამოყალიბებულა.
წყაროს ინფორმაციით, ამ დროისთვის პოროშენკოს ადმინისტრაციაში ოდესის გუბერნატორის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.