საქართველოს „გაშოლტვით მეთევზეთა კლუბმა” 120-მდე გადაშენების პირას მყოფი კალმახი მდინარეში გაუშვა. ამის შესახებ ”ფორტუნას” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, კლუბი არაკომერციულ პროექტს „კალმახის მოშენება – კეთილი საქმე“ ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს გადაშენების პირას მყოფი ტბის/მდინარის კალმახის პოპულაციის აღდგენას საქართველოს მდინარეებში.
”პროექტის მიზანია ტბის/მდინარის კალმახის პოპულაციის აღდგენისთვის სამუშაოების ჩატარება საქართველოს სხვადასხვა მდინარეებში, რაც ხელს შეუწყობს მომავალში სახეობის „წითელი ნუსხიდან“ ამოღებას”, – აცხადებენ სამინისტროში.
ღონისძიებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სპორტული და სამოყვარულო თევჭერის ფედერაციის წარმომადგენლები და სპინინგით თევზჭერის ფედერაციის წარმომადგენლები ეწსრებოდნენ.