LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძვირადღირებული „ფერარი“ ტესტ-დრაივის დროს მოიპარეს

221
ferrarired

2 მილიონ ევროდ შეფასებული Ferrari 288 GTO საცდელი სვლის დროს მოიპარეს. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა გერმანიაში, დიუსელდორფში მოხდა. უცნობი მამაკაცი ავტოსალონში ტაქსით მივიდა და 1985 წლის ფერარის გამოცდა ითხოვა. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ ავტომობილის შეძენა სურდა, სწორედ ამიტომ სპორტქარი სატესტო ტრასაზე გამოიყვანეს.

რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ უცნობი დაკმაყოფილდა და გამყიდველიც კონტრაქტის გასაფორმებლად აპირებდა წასვლას. თუმცა, როგორც კი ის მანქანიდან გადავიდა, უცნობმა გაზს ფეხი დააჭირა და სუპერქარი გაიტაცა.

აღსანიშნავია, რომ უნიკალური ავტომობილის ძებნა პოლიციამ გატაცების წამიდანვე დაიწყო და ცოტა ხანში მას მეზობელი ქალაქის გრევენბროიხის ტერიტორიაზე გადააწყდა. რაც შეეხება გამტაცებელს, სამართალდამცავები მას ამ დრომდე ეძებენ. გამოძიებამ ეჭვმიტანილის ფოტოც გამოაქვეყნა და დახმარება საზოგადოებას თხოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g