დეველოპერულმა კომპანია „მ²“-მა, ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, მიღება გამართა და სავაჭრო პალატის წევრ კომპანიებს სასტუმროების ქსელის განვითარების ახალი მიმართულების კონცეფცია წარუდგინა.
ამ ეტაპზე, სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც, საერთო ჯამში, 1,000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. სრული ინვესტიცია სასტუმროების განვითარების ფარგლებში არის 377 მილიონი ლარი.
„ქსელის განვითარების მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული: 2019 წლის დეკემბერში სრულდება 125-ნომრიანი სასტუმრო „რამადა თბილისის“ მშენებლობა მელიქიშვილის პროსპექტზე; გუდაურს კი 2019 წლის ზამთრის სეზონზე ახალ 121-ნომრიან სასტუმროს შევმატებთ. დაწყებულია 125-ნომრიანი „რამადა ქუთაისის“ მშენებლობაც; უახლოეს წლებში ვგეგმავთ სასტუმროების გახსნას მესტიაში, თელავში, ახაშენსა და ზუგდიდში. ტურიზმის მზარდი განვითარების პირობებში, ქვეყანას ყველა რეგიონში ესაჭიროება საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასტუმროები. მიგვაჩნია, რომ ამ მასშტაბის ინვესტიცია, არა მხოლოდ რეგიონების ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და მოსახლეობის დასაქმებას დაეხმარება, არამედ თანმიმდევრულად აამაღლებს ქვეყნის მომსახურების სტანდარტებსაც და გააუმჯობესებს ჩვენს იმიჯსაც, რაც ვიზიტორთა მხარჯველუნარიანობის შეუქცევად ზრდას შეუწყობს ხელს. პროექტების კონცეფციის გაცნობა „მ²“-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ნაწილია“, – ამბობს თამარ გულედანი, „მ2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე.
შეგახსენებთ, „მ² უძრავი ქონების“ პირველი სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ის ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში მდებარეობს.