LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ავერსის” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტები გაიაფდა

1553

“ავერსის”  სააფთიაქო ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით ასეულობით დასახელების მედიკამენტი გაიაფდა.  როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს,  ფასების დაწევა დაკავშირებულია ლარის კურსის ცვლილებასთან.

”როგორც კი ლარი გამყარდა, კომპანიამ გადაწყვიტა, ეს   მედიკამენტების ფასზე ასახულიყო, რათა ჩვენს მომხარებელს სარგებელი მიეღო. ფასების დაწევა მოხდება არა მხოლოდ მედიკამენტებზე, არამედ აფთიაქში  წარმოდგენილ თითქმის ყველა პროდუქციაზე:  ბავშვთა კვებასა და აქსესუარებზე, ასევე ჰიგიენურ და კოსმეტიკურ საშუალებებზე. თუ ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გამყარდება,   ”ავერსი” თავის სააფთიაქო ქსელში პროდუქციაზე ფასებს კვლავ შეამცირებს”, – განაცხადეს კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა ძალაში რჩება ფასდაკლების დღეები და ”ავერსის” მომხარებელი კვირაში 3 დღეს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ისარგებლებს  25%–იანი ფასდაკლებით

მედიკამენტებზე.  ”მტრედი ბარათის”  მფლობელები კი   დამატებით ფასდაკლებას მიიღებენ,  როგორც მედიკამენტებზე, ასევე თავის მოვლის საშუალებებზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g