LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla გაკოტრების პირასაა

210
tesla-news-car

თუკი ამერიკული მწარმოებლის დანახარჯებს გადავხედავთ, კომპანიას ფულადი რესურსი 10 თვეში ამოეწურება. სწორედ ამიტომ, Tesla–ს ხელმძღვანელობამ, გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა და ფინანსურმა სამსახურმა ხარჯების შემცირებაზე ფიქრი დაიწყეს.

მასკმა თანამშრომლებს წერილებიც მისწერა, სადაც სთხოვა რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ და კომპანიას რესურსი დაუზოგონ. ბიზნესმენის აზრით, უნდა შემოწმდეს ყველა ხარჯი, ყველა ნაწილში გადახდილი თანხა, სპეციალისტებისთვის მიცემული ფული თუ ა.შ.

წერილში მასკმა ისიც აღნიშნა, რომ ამჟამად ბრენდის ფინანსები 2,2 მილიარდ დოლარს შეადგენს და ეს ფულიც 10 თვეში ამოიწურება.

შეგახსენებთ, რომ Tesla გაკოტრების საფრთხის წინაშე პირველად ნამდვილად არ დგას. 2017 წელს Bloomberg–მა დათვალა, რომ კომპანია წუთში 8 ათას დოლარს ხარჯავდა და ბუნებრივია, ასეთი მადით მწარმოებელი დიდ ხანს არსებობას ვერ შეძლებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები